1758007878
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: როგორ უტოპიურ მდგომარეობაშიც არის დღეს ოპოზიცია მათი განცხადებებიდანაც ჩანს, „მშვიდობიანი დამხობა“ ეს ორი ტერმინი ერთობლიობაში არაფრის მომცემია

„როგორ უტოპიურ მდგომარეობაშიც არის დღეს ოპოზიცია მათი განცხადებებიდანაც ჩანს. „მშვიდობიანი დამხობა“ ეს ორი ტერმინი ერთობლიობაში არაფრის მომცემია. და არაფრის მომცემია ყველა ის ცრუ დაპირება, რასაც ისინი მოსახლეობას ჰპირდებიან“, - აცხადებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
მისი თქმით, ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება.
„შინაარსისგან დაცლილი და მხოლოდ დამხობის და გადატრიალების მცდელობებით ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოში, სადაც არის დემოკრატია, სადაც კანონის უზენაესობა არის, ვხედავთ, რომ მსგავსი ტიპის ნებისმიერი განაცხადი იქნება კანონის მაღალი სტანდარტით დაცული“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.