Loading data...
მარიამ ლაშხი პეტერ ფიშერზე: მან გადათელა ეთიკის ყველა ნორმა და სცილდება დიპლომატიურ საქმიანობას

„გარდა იმისა, რომ მან გადათელა ეთიკის ყველა ნორმა, ის, ასევე, არღვევს პირველ რიგში, ევროპის ღირებულებებს შიდა საქმეებში ჩარევით, მოძალადეების უხეში მხარდაჭერით“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა საქართველოში გერმანიის ელჩზე პეტერ ფიშერზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ელჩის ქმედებები დიპლომატიურ საქმიანობას სცილდება. 

„ვხედავთ, რომ ამის შეფასება თვით ევროპარლამენტარების მხრიდანაც ხდება, რომლებიც მის საქციელს ძალიან ადეკვატურად და რეალურად აფასებენ - ეს არის ძალიან სწორი მიმართულება. როდესაც ასეთ ქმედებაში და აქტივიზმში არის ჩართული დიპლომატი, იგი სცილდება დიპლომატიურ საქმიანობას და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უპასუხოს, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად არ გააფუჭოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ასევე, ყველაზე უფრო მეტად ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება“, - აღნიშნა ლაშხმა.