მარიამ ლაშხი: მიღწევებით ვბრუნდებით, სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში

მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.
მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უხსნის საქართველოს დელეგაციას, დაიცვას საკუთარი ინტერესები და თავისი მოქალაქეების კონსტიტუციურად გამყარებული ევროატლანტიკური მისწრაფება.
„მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ინტერესების დაცვა როგორც მრავალმხრივ პლატფორმებზე, ასევე ორმხრივად, ჩვენს პარტნიორებთან ინფორმაციის მიწოდება იმ საკითხებზე, რაც არის, პირველ რიგში, ფაქტებზე დამყარებული.
მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, რაც გულისხმობს ყოვლისმომცველი უსაფრთხოების პარტნიორობას. ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უხსნის საქართველოს დელეგაციას, დაიცვას საკუთარი ინტერესები და თავისი მოქალაქეების კონსტიტუციურად გამყარებული ევროატლანტიკური მისწრაფება“, - აღნიშნა ლაშხმა.
11-13 ოქტომბერს სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 71-ე წლიური სესია ჩატარდა, რომელშიც ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის (დელეგაციის ხელმძღვანელი), მარიამ ლაშხისა და ლევან მახაშვილის შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა.