Loading data...
მარიამ ლაშხი კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე: ვიხილეთ სასტიკი ძალადობის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შუაგულ ევროპაში, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებებით

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენები მედიასთან შეაფასა.

„ჩვენ ვიხილეთ სასტიკი ძალადობის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შუაგულ ევროპაში, დანიაში, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებებით, მათ შორის აქციასთან დაკავშირებით ვნახეთ მათი განცხადებები.

არ ვიცი ამას ორმაგი სტანდარტი თუ უსტანდარტობა ჰქვია, როდესაც შუაგულ ევროპაში ამ ძალადობრივ ქმედებებს ვერ ხედავ და შეფასებას არ უკეთებ, თუმცა, შენი ქვეყნის მიმართ, საქართველოში, სადაც ევროპის შეფასებებით, სამართლიანობის ინდექსში საქართველო მოწინავეა, საქართველოს კრიტიკისთვის ყოველთვის იცლი“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.