Loading data...
მამუკა მდინარაძე: გუშინდელი განცხადებაც კარგად წაიკითხეთ და თუ სადმე მოლაპარაკებაზე უარს ნახავთ, მერე თუ გინდათ აქციასაც შეუერთდით

„გუშინდელი განცხადებაც კარგად წაიკითხეთ და თუ სადმე მოლაპარაკებაზე უარს ნახავთ, მერე თუ გინდათ აქციასაც შეუერთდით, ოღონდ თუ ვერ ნახავთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა ხდება სინამდვილეში, ვინ და თქვენი რა სისუსტით მოახერხა თქვენი დაბულინგება?!“ - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

მანვე მოუწოდა საზოგადოებას საკუთარ თავს კითხონ რა ხდება სინამდვილეში, ვინ და რა სისუსტით მოახერხა მათი დაბულინგება.

„ეს პოსტი იმ ადამიანებს ეხება, ვინც ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და შესაბამის ბულინგს ვერ უძლებს:

ნუ წვალობთ, არც ბოდიშების შემოთვლაა საჭირო (მართლა ჩელიაბინსკში ნუ გგონიათ თავი), თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია! თუ გნებავთ, ამ პოსტს მოვაყოლებ რამდენიმესიტყვიან ახალ პოსტს და კომპლექსებიც მოიხსნება ავტომატურად! 

ჩვენ მანდ ვართ, მაგ პოზიციაზე და ვინც გაბულინგებთ, ისინი სად არიან რეალურად, ეგ მოიკითხეთ კარგად

გუშინდელი განცხადებაც კარგად წაიკითხეთ და თუ სადმე მოლაპარაკებაზე უარს ნახავთ, მერე თუ გინდათ აქციასაც შეუერთდით, ოღონდ თუ ვერ ნახავთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა ხდება სინამდვილეში, ვინ და თქვენი რა სისუსტით მოახერხა თქვენი დაბულინგება?!“ - წერს მამუკა მდინარაძე. 

ზემოთ ხსენებულ პოსტს მდინარაძემ რამდენი წუთში მეორე პოსტიც მიაყოლა, სადაც დაწერა, რომ „საქართველო ევროპაა, ქრისტიანული და ღირსეული ევროპა! და ვერავინ გადაუხვევს ამ გზიდან!..“.