Loading data...
მალხაზ გულაშვილი: საქართველომ მსოფლიო საზოგადოებას გაკვეთილი რამდენჯერმე ჩაუტარა - 17 მაისს მთელი ერი და ბერი ერთად დადგა და დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი, ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დამცველი ქვეყანა

„საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი არა თუ მარცხდება, განადგურებულია. მათ საქართველოში არანაირი პერსპექტივა, რომ სადმე თავი მოიდრიკონ, არ აქვთ“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორმა მალხაზ გულაშვილმა.

მან ისაუბრა, თუ რამდენად მარცხდება საქართველოში ფსევდოლიბერალური პროპაგანდა. გულაშვილმა 17 მაისის დღის გამორჩევისა და დაწესების ისტორია გაიხსენა და ამაში ილია მეორის ღვაწლს გაუსვა ხაზი.

„საქართველომ მსოფლიო საზოგადოებას გაკვეთილი რამდენჯერმე ჩაუტარა. პირველი გაკვეთილი ეს არის 17 მაისი, როდესაც მთელი ერი და ბერი ერთად დადგა და დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი, ქრისტიანული, ქრისტიანული ღირებულებებით, ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დამცველი ქვეყანა“, - განაცხადა გულაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულით საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი დამარცხდა.