1763024671
პოლიტიკა
მახაშვილი სააკაშვილზე: სახელმწიფომ იმაზე მეტი ყურადღება დაუთმო, იმაზე მეტი რესურსი დახარჯა, იმაზე მეტი ყურადღება მიაქცია, ვიდრე შეიძლება, ეს ადამიანი იმსახურებდა
„იგი აქამდე იყო სამკურნალო დაწესებულებაში. გასაგები მიზეზების გამო იგი იქ იყო და მკურნალობდა“, - ა,მის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
„სახელმწიფომ იმაზე მეტი ყურადღება დაუთმო, იმაზე მეტი რესურსი დახარჯა, იმაზე მეტი ყურადღება მიაქცია, ვიდრე შეიძლება, ეს ადამიანი იმსახურებდა, რადგან იგი ასე ვთქვათ, პოლიტიკურ დრამას დგამდა, მაგრამ ის აქამდე მკურნალობდა. როგორც კი დასრულდა მკურნალობა დაბრუნდა საპატიმრო დაწესებულებაში და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება, რომელიმე ერთი, ცალკე აღებული პატიმარი, განურჩევლად სახელი-გვარისა, იყო ბევრად უკეთესი მოპყრობის ქვეშ, ვიდრე სხვა პატიმრები“, - აღნიშნა მახაშვილმა.