1762782888
პოლიტიკა
მახაშვილი: სააკაშვილის განცხადებები უკვე ღიმილის მომგვრელია, ბანკები თავის საქმიანობას როცა ახორციელებენ, სანქციებზე საუბარი ზედმეტია
მიხეილ სააკაშვილის განცხადებები უკვე ღიმილის მომგვრელია. მისი მხრიდან ასეთი აბსურდული განცხადებები მხოლოდ საკუთარი თავის დღის წესრიგში დატოვებას ემსახურება, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ბანერს წარწერით:„სანქციები ქართულ ბანკებს“.
„სანქციების დაწესებას თავისი წესები და პროცედურები აქვს. ბანკები თავის საქმიანობას როცა ახორციელებენ, აქ სანქციების თემაზე საუბარი ზედმეტია. ვიღაცაზე გაბრაზებული, აღრენილია, რაღაცას არ ჰპატიობს და მოღალატეს ეძახის, ეს მისგან არ გვიკვირს“, - აღნიშნა მახაშვილმა.