Loading data...
მახაშვილი: როგორც ირკვევა, კაია კალასმა თავისი შიდა პოლიტიკური წარმატებებისთვის გამოიყენა ცილისწამება, დაე საზოგადოებამ განსაჯოს მორალური, პოლიტიკური თუ სხვა თვალსაზრისით რამდენად აქვს მას უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებს ასწავლოს ჭკუა

„როგორც ირკვევა, კაია კალასმა თავისი შიდა პოლიტიკური წარმატებებისთვის გამოიყენა ცილისწამება, დაე საზოგადოებამ განსაჯოს მორალური, პოლიტიკური თუ სხვა თვალსაზრისით რამდენად აქვს მას უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებს ასწავლოს ჭკუა“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კალასს არ აქვს მორალური უფლება სხვა სახელმწიფოს ასწავლოს ჭკუა.

„როგორც ირკვევა, კაია კალასმა თავისი შიდა პოლიტიკური წარმატებებისთვის გამოიყენა ცილისწამება, ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა როგორც ჩანს, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ასევე როგორც ჩანს, იგი ამავე პრაქტიკას და პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს ბრიუსელში და ამიტომაც აღარ არის გასაკვირი, რომ ერთ დროს პატივსაცემი ევროკავშირის თუ ბრიუსელის დიპლომატიაში, დღეს, ამ ყოველდღიურობაში ჩვენ აქტიურად ვხვდებით ცილისწამებასაც, ორმაგ სტანდარტებს, კორუფციას, გაუმჭვირვალობას, თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და ა.შ.

ამიტომ, დაე საზოგადოებამ განსაჯოს, მორალური, პოლიტიკური თუ სხვა თვალსაზრისით რამდენად აქვს კაია კალასს, მაგრამ ზოგადად ბრიუსელის ბიუროკრატიას იმის უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებს ასწავლოს ჭკუა, მით უმეტეს, რომ საკუთარი სისტემა ძალიან შორს არის მაღალი სტანდარტებისგან, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ კულტურას, გამჭვირვალობას“, - აღნიშნავს მახაშვილი.