1762803724
პოლიტიკა
მახაშვილი PACE-ს დელეგაციაზე: მნიშვნელოვანია, რომ მათ მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნა დადონ, მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა სხვა ანგარიში ჩვენთვის არაგულწრფელი და შეიძლება უსამართლოც იყოს
მნიშვნელოვანია, რომ მათ მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნა დადონ, მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ეს ანგარიში არ მოიცავს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ქმედებაზე, არამედ საუბარია ყველა პოლიტიკურ აქტორზე თუ სახელმწიფო ინსტიტუტზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის წევრების ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
„თუ იქ მკაფიოდ არ იქნება დაფიქსირებული, როგორ აფასებენ 4 ოქტომბრის მოვლენებს და რაც მთავარია, რადიკალური ჯგუფების პასუხისმგებლობას, ყველა სხვა ანგარიში ჩვენთვის, მინიმუმ, არაგულწრფელი და ასევე, შეიძლება, იყოს უსამართლოც. დავაკვირდეთ, არ მინდა, წინ გავუსწროთ მოვლენებს“, - აღნიშნა მახაშვილმა.