Loading data...
მახაშვილი ოპოზიციაზე: ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებდნენ, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმებას ხედავენ, როგორც შესაძლებლობას და პოლიტიკური ბრძოლის იარაღს

არ გამკვირვებია, რადგან მე თვითონ ვარ მომსწრე სხვა პოზიციიდან, სხვა როლში ეს ადამიანები როგორ უყენებდნენ ისეთ მოთხოვნებს, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყანას დააზიანებდა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს.

მისი თქმით, დღესაც აგრძელებენ ამ ქმედებას.

„ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებდნენ, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმებას ხედავენ, როგორც შესაძლებლობას და პოლიტიკური ბრძოლის იარაღს. საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ პოლიტიკური პარტიებისთვის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის ყველაფერია მისაღები“, - აღნიშნა მახაშვილმა.