Loading data...
მახაშვილი მდინარაძის სუსის ხელმძღვანელად წარდგენაზე: არ არსებობს გამოწვევა, რასაც იგი გამართულად, ეფექტიანად, წარმატებით არ უპასუხებს

„არ არსებობს გამოწვევა, რასაც იგი გამართულად, ეფექტიანად, წარმატებით არ უპასუხებს და ამიტომ დარწმუნებული ვარ და მშვიდად ვარ იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება გამოცდილი პროფესიონალის ხელში“, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სუსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის წარდგენას.

მისი თქმით, პარლამენტი ფუნქციონირებას 2 სექტემბერს დაიწყებს და სუსის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურის განხილვის საკითხი უახლოეს დღის წესრიგში ჩაჯდება.

„2 სექტემბერს იწყება პარლამენტის ფუნქციონირება და რამდენადაც შესაძლებელია, უახლოეს დღის წესრიგში იქნება ეს საკითხი“, - აღნიშნავს მახაშვილი.