Loading data...
მახაშვილი: მაქსიმალური ძალისხმევა იდება იმისთვის, რომ ომი უკრაინაში გაგრძელდეს, ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და Deep state-ს შორის გრძელდება, არაფერი დასრულებული არ არის

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ არაფორმალური გავლენები, ე.წ. Deep state მაქსიმალურ ძალისხმევას დებს იმისთვის, რომ სამშვიდობო მცდელობებს შეეწინააღმდეგოს.

„სულ ცოტა ერთი წელია ვაკვირდებით სერიოზულ ჭიდილს, ერთის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, როდესაც ისინი ცდილობენ მშვიდობის დამყარებას სხვადასხვა კონფლიქტში, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, მაგრამ, მეორეს მხრივ, ასევე, ვხედავთ, რომ არის სრული მობილიზაცია არაფორმალური გავლენების მხრიდან, ე.წ. Deep state-ის მხრიდან პოლიტიკურ ნაწილში, ეკონომიკურ ნაწილში, უსაფრთხოების ნაწილში მედია-რესურსის გამოყენებით, შეეწინააღმდეგონ ამ მშვიდობის ძალისხმევას.

გაჩაღებულია ჩვეულებრივი ომის რიტორიკა. მაქსიმალური ძალისხმევა იდება იმისთვის, რომ ომი უკრაინაში გაგრძელდეს და რაც შეიძლება მეტი სამხედრო შეიარაღების პროცესი მიმდინარეობდეს ევროპაში.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და Deep state-ს შორის გრძელდება, არაფერი დასრულებული არ არის. როგორც ჩანს, ამ არაფორმალურ გავლენებს ჯერ კიდევ აქვთ რესურსი, რათა მაქსიმალურად შეეწინააღმდეგონ ამ მცდელობებს“, - აღნიშნა მახაშვილმა.