Loading data...
მახაშვილი „ლელოს“ ლიდერებზე: ეს ადამიანები თავიანთ შეცდომებზეც ვერ სწავლობენ, რატომ წავიდნენ გასაგებია, სჭირდებათ დამატებითი ინსტრუქციები თუ რა შეიძლება გააკეთონ მუნიციპალურ არჩევნებამდე

„ეს ადამიანები თავიანთ შეცდომებზეც ვერ სწავლობენ. ნახეს არაერთხელ, რომ თუკი სადმე უნდა იარონ, ეს უპირველეს ყოვლისა არის საქართველოს ქალაქები თუ სოფლები, და მხოლოდ მოსახლეობასთან ლაპარაკით შეიძლება რაიმე საარჩევნო შედეგები დადონ“,  - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც „ლელოს“ ლიდერების ბრიუსელში გამგზავრებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მათი ბრიუსელში ვიზიტის მიზანი დამატებითი ინსტრუქციების მიღებაა.

„შეუძლიათ იარონ სადაც უნდათ, მაგრამ იმაში იყვნენ ნამდვილად დარწმუნებულები, რომ ამით ისინი საარჩევნო შედეგს ვერ დადებენ. რატომ წავიდნენ გასაგებია, სჭირდებათ დამატებითი ინსტრუქციები, დამატებითი მითითებები, თუ რა შეიძლება გააკეთონ მუნიციპალურ არჩევნებამდე, თუმცა კიდევ ერთხელ, ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც თავის დროზე დაუშვეს და, როგორც ჩანს, იგივე შეცდომას იმეორებენ“, - აღნიშნა მახაშვილმა.