მახაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ეს ადამიანები არ არიან სანდო არც პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძეს ეხებოდა და მათთვის კარგი იქნებოდა თუ პოლიტიკიდან საკუთარი ნებით წავიდოდნენ.
„საზოგადოებამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომელიც ამ დუოს ეხებოდა. ეს ადამიანები არ არიან სანდო არც პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში. პოლიტიკაში შემოვიდნენ იმიტომ, რომ თავიანთი ჩადებული ფული, რაც თავის დროზე ჰქონდათ ანაკლიის კონსორციუმში, რაღაცნაირად პოლიტიკურ ნაწილში ამოეღოთ. ეს იყო მთავარი და პოლიტიკა იყო მათი საფარი.
ჩვენ ვნახეთ არაერთი ხელშეკრულება, ზოგი ამერიკული და ზოგიც სხვა, რომ გარეთ ქვეყნის დაზიანებით, ანაკლიასთან დაკავშირებული მთელი ეს ლაფის სროლა სახელმწიფოსთვის წლების განმავლობაში, ლობისტური საქმიანობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. შემდეგ პოლიტიკაში შემოდგეს ფეხი, ერთი ტრიბუნალი სცადეს, მეორე ტრიბუნალი სცადეს და ყველაფერი წააგეს.
ამიტომ, ზედმეტი, დამატებითი, ახალ-ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას, მე მგონი, მათთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა თუ წავიდოდნენ პოლიტიკიდან და დააცდიდნენ იმ ადამიანებს პოლიტიკის თუ ბიზნესის კეთებას, რომლებმაც იციან როგორ აკეთონ ბიზნესი და როგორ აკეთონ პოლიტიკა“, - აღნიშნა მახაშვილმა.