Loading data...
მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ამ დოკუმენტის მიზანი იყო პოლიტიკური მიზნებისთვის მისი გამოყენება, გამართლება საკუთარი ორმაგი სტანდარტების, დოკუმენტი ძალიან შორს არის ობიექტურობისგან

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, დოკუმენტი [გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების] ძალიან შორს არის ობიექტურობისგან და მისი მიზანი ორმაგი სტანდარტების გამართლებაა.

ამ დოკუმენტის მიზანი იყო პოლიტიკური მიზნებისთვის მისი გამოყენება, გამართლება საკუთარი ორმაგი სტანდარტების, სხვადასხვა ქვეყანასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საქართველოსთან დაკავშირებით.

ქვეყნებზე, რომლებიც კორუფციის თუ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებითი გამოწვევების წინაშე დგანან, ერთ სიტყვას არ ამბობ ამ ქვეყნებზე, მაშინ, როდესაც საქართველოს აკრიტიკებ, ხშირ შემთხვევაში სრულიად უსამართლოდ და გაუგებარი მიზნებით. დოკუმენტი ძალიან შორს არის ობიექტურობისგან“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.