Loading data...
მახაშვილი ევროკავშირზე: ჩვენ ვხედავთ, მშვიდობის პროექტი როგორ გადაიქცა ომის რიტორიკის მთავარ მქადაგებლად

„ჩვენ ვხედავთ, მშვიდობის პროექტი როგორ გადაიქცა ომის რიტორიკის მთავარ მქადაგებლად, დემოკრატიის პროექტი როგორ გადაიქცა დემოკრატიის დარღვევად“, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა სანქციებით შანტაჟზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებასთან დაკავშირებით პოლიტიკურად ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიიღეს.

„სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ პოლიტიკურად ნაკარნახევი გადაწყვეტილებები მიიღო, როდესაც ზოგიერთ ჩემს კოლეგას შეუზღუდა გადაადგილება, თან ისე, რომ არანაირი შესაძლებლობა, რომ გაერკვია რეალურად რა საფუძველი ჰქონდა ამას არ მისცეს, არ მისცეს საკუთარი არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა. ეს არის იმდენად ხისტად დარღვევა ადამიანის უფლებების, რომ შეუძლებელია, პოლიტიკური არგუმენტაციის გარდა რამე სხვა ვეძებოთ ამ პროცესში“, - აღნიშნა მახაშვილმა.