Loading data...
მახაშვილი ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე: უსამართლო კრიტიკა, რაც აქამდე იყო კანონმდებლობასთან და სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ჩაყრილი იქნება ამ ერთ დოკუმენტში

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც 4 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს.

მახაშვილი აღნიშნავს, რომ დოკუმენტში კვლავ კრიტიკა იქნება.

„უსამართლო კრიტიკა რაც იყო აქამდე კანონმდებლობასთან და სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ჩაყრილი იქნება ამ ერთ დოკუმენტში. დიდად ოპტიმისტურად არ ვართ განწყობილი, რომ მაინცდამაინც ამ დღეებში აეხილებათ თვალები და გაითვალისწინებენ ფაქტებსა და მტკიცებულებებს საქართველოს შესახებ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.