მახაშვილი ე.წ. კამიტით თითქოსდა მოწამვლის თემაზე რადიკალების მორიგ კამპანიაზე: ეჭიდებიან ხავსს, ცდილობენ ეს თემა ისევ გაასკანდალონ, დაინახეს, რომ ეს თემა ჩავარდა, საზოგადოებამ არ დაიჯერა
ეჭიდებიან ხავსს. ცდილობენ ეს თემა ისევ გაასკანდალონ. დაინახეს, რომ თემა ჩავარდა, საზოგადოებამ არ დაიჯერა, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ე.წ. კამიტით თითქოსდა მოწამვლის თემაზე რადიკალების მორიგ კამპანიას.
მისი თქმით, საზოგადოება მორიგ სიყალბეს არ და ვერ დაიჯერებს და რადიკალები ვერ შეძლებენ ამ თემიდან სკანდალის შექმნას.
„საზოგადოება ვერც დაიჯერებდა იმიტომ, რომ იყო აშკარა ტყუილი და კიდევ ერთხელ ცდილობენ ამ თემიდან ახალი სკანდალის შექმნას. მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოებამ ყველაფერი იხილა, გაიგო. ისიც დაინახა, რომ რეალურად ამ ამბავს იყენებდნენ ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ჰიბრიდული შეტევის ერთ-ერთ კომპონენტად. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვეღარ შეძლებენ მსგავსი ტყუილებით საზოგადოება ემოციებზე წამოიკიდონ“, - აღნიშნა მახაშვილმა.