Loading data...
მახაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არ იყო გამიზნული იმაზე, რომ ვინმე გვესიამოვნებინა, მთავარი იყო, ჩვენი ქვეყანა გადაგვერჩინა იგივე ტრაგედიებს, რა მდგომარეობაშიც, სამწუხაროდ, ჩვენი მოძმე უკრაინელებია

„ჩვენი პოლიტიკა არ იყო გამიზნული იმაზე, რომ ვინმე გვესიამოვნებინა [ გარე ქალაქებს ვგულისხმობ], აქ მთავარი იყო, ჩვენი ქვეყანა გადაგვერჩინა იგივე ტრაგედიებს, რა მდგომარეობაშიც, სამწუხაროდ, არის უკრაინა“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევრობიუროკრატიის  წარმომადგენლებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევრობიუროკრატების მიერ გაკეთებული განცხადებები - მეორეხარისხოვანია.

„ჩვენ არაფერი არ გვიკვირს. მივიღეთ ის გადაწყვეტილება - რაც მივიღეთ, რაც ემსახურებოდა ეროვნული ინტერესების დაცვას. და ამას დავინახეთ, ზოგიერთი ქვეყანა, როდესაც ასე იქცევა ეძახის ეროვნული ინტერესების დაცვას, მაგრამ თუ არ აწყობს სტრატეგიული კურსიდან გადახვევას. ეს ჩვენთვის მეორეხარისხოვანია. ჩვენი პოლიტიკა არ იყო გამიზნული იმაზე, რომ ვინმე გვესიამოვნებინა [ გარე ქალაქებს ვგულისხმობ]. აქ მთავარი იყო, ჩვენი ქვეყანა გადაგვერჩინა იგივე ტრაგედიებს, რა მდგომარეობაშიც, სამწუხაროდ, არის უკრაინა და ჩვენი მოძმე უკრაინელები დღეს“, - აღნიშნავს მახაშვილი.