მახაშვილი: ამ დოკუმენტით აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხდებოდა გარე ჩარევები, დამახინჯებული ლიბერალური იდეოლოგიების თავს მოხვევა, მისასალმებელია, რომ ახალმა ადმინისტრაციამ უარი თქვა უკანონო ჩარევებზე, უკანონო გავლენების მოპოვებაზე
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ს ახალი დოკუმენტიდან დასკვნების გაკეთება მარტივია.
„ამ დოკუმენტით აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარე ჩარევები ხდებოდა, დამახინჯებული ლიბერალური იდეოლოგიების თავს მოხვევა სხვა ქვეყნებისადმი. მისასალმებელია, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ უარი თქვა უკანონო ჩარევებზე, უკანონო გავლენების მოპოვებაზე და პირიქით, სხვა საზოგადოების პატივისცემით აპირებს ის ამ საგარეო პოლიტიკის განვითარებას, ამიტომ, ამ დოკუმენტიდან დასკვნების გაკეთებაც მარტივია“, - აცხადებს მახაშვილი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყებამ მომდევნო წლების სტრატეგიული დოკუმენტი წარადგინა. ახალ სტრატეგიაში საუბარია ქვეყნის ინტერესების დაცვასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გადახედვაზე.