Loading data...
მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან საქართველოს მზარდ ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა GCC-ის გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.