Loading data...
მაკა ბოჭორიშვილმა რუმინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

2026 წლის 16 აპრილს რუმინული მხარის ინიციატივით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ოანა-სილვია ცოიუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოში მიმდინარე პროცესები.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ კონტექსტში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.