Loading data...
მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში

2026 წლის 15 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში.

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირის გაფართოების მიმდინარე პროცესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები.