1771151830
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი და ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირის გაფართოების მიმდინარე პროცესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები.