Loading data...
მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან დევიდ ემტესტამთან

2026 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან დევიდ ემტესტამთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედეთის სამეფოს ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.