Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6095 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0112 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0247 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0537 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 15 სექტემბერს შევა ძალაში.