მაკა ბოჭორიშვილი: ვფიქრობთ, დამოკიდებულება და პოზიციები საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვნად შეიძლება გადაიხედოს მას შემდეგ, როდესაც ჩვენს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი დარეგულირებისკენ წავა
ვფიქრობთ, რომ დამოკიდებულება და პოზიციები საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვნად შეიძლება გადაიხედოს მას შემდეგ, როდესაც ჩვენს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი გარკვეულწილად დარეგულირებისკენ წავა, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თქმით, უკვე გაჩნდა ელემენტები იმისა, რომ შესაძლოა, ამ მიმართულებით ძალიან მალე ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს. მისივე განმარტებით, ამაზე მეტყველებს აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიციებიც.
„ვფიქრობთ, რომ დამოკიდებულება და პოზიციები საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვნად შეიძლება გადაიხედოს მას შემდეგ, როდესაც ჩვენს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი გარკვეულწილად, წავა დარეგულირებისკენ და მოხდება მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიება, რაც დღეს დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ ამას ვხედავთ, რომ ამაზე ნაკლებად საუბრობენ, თუმცა უკვე გაჩნდა ელემენტები იმისა, რომ შესაძლოა, ამ მიმართულებით ძალიან მალე ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს. ამას განაპირობებს ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიციებიც. მას ძალიან გამოკვეთილი პოზიცია აქვს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის აგრესიასთან და ამ კონფლიქტის მომავალთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.