მაკა ბოჭორიშვილი: ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს რესურსი, გარე დახმარებების გარეშე, კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას

ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს რესურსი ქვეყანაში, გარე დახმარებების გარეშე, კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია გარეთ ეძებს მოთამაშეებს იმისთვის, რომ შიდა პოლიტიკაში გარკვეული როლი ითამაშონ.
„სამწუხაროდ, უნდა ვთქვა - ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს რესურსი ქვეყანაში, გარე დახმარებების გარეშე, კონკურენცია გაუწიოს მმართველ, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას. სამწუხაროდ, ვამბობ იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ გარეთ ყურება და ისინი, ასე ვთქვათ, გარეთ ეძებენ მოთამაშეებს იმისთვის, რომ შიდა პოლიტიკა აკეთონ და შიდა პოლიტიკაში როლი ითამაშონ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.