1784133077
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში მარკო რუბიოს ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში.
მარკო რუბიო ვაშინგტონში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლებს.
მინისტერიალი ხუთშაბათს, 16 ივლისს გაიმართება.