1784146208
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი მერცის განცხადებაზე: ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებას, „ჩვენ არ ვერევით ამერიკულ არჩევნებში - შესაბამისად, მე არ მინდა, რომ ამერიკის მთავრობა ან მთავრობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები გერმანიის არჩევნებში ჩაერიონ“, სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.
„ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ“, - წერს ლევან მაჭავარიანი.