1776360194
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
2026 წლის 16 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიური დღის წესრიგი და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობა, როგორც რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობა.
მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.