მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქ. აბუ-დაბიში, საერთაშორისო კონფერენციის - Raisina Middle East ფარგლებში, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სატრანზიტო-ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა განათლებისა და ტურიზმის სფეროებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.