1767285541
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრან-მონტანაში ახალი წლის ღამეს მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრან-მონტანაში ახალი წლის ღამეს მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
„ჩემს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები და ყველას, ვინც დაზარალდა. ჩვენი ფიქრები და სოლიდარობა შვეიცარიელ ხალხთანაა“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
I am deeply saddened by the tragic explosion on New Year’s night in #CransMontana. My heartfelt condolences go to the families who have lost loved ones and to all affected. Our thoughts and solidarity are with the people of Switzerland. @ignaziocasiss
— Maka Botchorishvili (@MakaB__) January 1, 2026