1778853520
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტთან, გუნ მარიტ ჰელგესენთან.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონგრესის როლს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების კუთხით და გამოხატეს თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.
ქართულმა მხარემ კონგრესის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და რეფორმების შესახებ.
ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს დელეგაციის ჩართულობას კონგრესის საქმიანობაში.