Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, რომ არაფერი კარგი არ უნდა ითქვას საქართველოს შესახებ და მაქსიმალურად ისე უნდა იყოს ყველაფერი წარმოჩენილი, რომ კონტექსტი იყოს უკეთეს შემთხვევაში ნეიტრალური ან რა თქმა უნდა ნეგატიური

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცემაში „იმედი LIVE“ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე ისაუბრა, სადაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე და ასევე დემოკრატიულ უკუსვლაზეა საუბარი.

მისი თქმით, ანგარიშში ზუსტად ახმოვანებს ბრიუსელის პოზიციას, რომ არაფერი არ უნდა იყოს საქართველოზე პოზიტიურ ჭრილში ნათქვამი.

„ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, რომ არაფერი კარგი არ უნდა ითქვას საქართველოს შესახებ და მაქსიმალურად ისე უნდა იყოს ყველაფერი წარმოჩენილი, რომ კონტექსტი იყოს უკეთეს შემთხვევაში ნეიტრალური ან რა თქმა უნდა ნეგატიური. ეს არის ის რისი გადმოცემაც ამ ანგარიში სურდა ევროპულ მხარეს. სამწუხაროა ეს და ნამდვილად არ იძლევა ობიექტურ სურათს.

მით უმეტეს, როდესაც ამ ანგარიშს შემდგომში ეყრდნობიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის პასუხისმგებლობა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავად ევროპის და ევროკავშირს წინაშე და თუ კი ეს პასუხისმგებლობა ეფუძნება ამგვარად მომზადებულ მასალას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა თავისთავად კითხვის ნიშნები ჩნდება ამ გადაწყვეტილებებს სისწორესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, სიმართლის გარკვევის სურვილი და მზაობა, რომ იყოს ევროკავშირი მარტივად დაინახავდა იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და რომელიც მისივე ინსტიტუტების კვლევებში ციფრებში არის გამოხატული.