Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2026 წლის 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას და ეუთოს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობას და ჩართულობას.