მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კონფერენციის კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარებაზე იყო საუბარი
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კონფერენციის კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარებაზე იყო საუბარი“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, როგორც კოლეგებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
„მსჯელობა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც შეეხება დაკავშირებადოებას, შუა დერეფნის ფუნქციონირებას, განვითარებას, იყო არაერთ ფორმატში, მათ შორის ერთ-ერთი დიალოგში მეც მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კონფერენციის კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარებაზე იყო საუბარი.
საინტერესო მოხსენებებიც მოვისმინეთ, რაც ალბათ მნიშვნელოვანი გადასაფასებელი იქნება ევროპელი ლიდერებისთვის და გასათვალისწინებელი სამომავლო პოლიტიკის შემუშავებაში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.