1772700319
უცხოეთი
ირანმა დრონებით ნახიჩევანის აეროპორტი დაბომბა
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ერთ-ერთი რეგიონის, ნახიჩევანის აეროპორტზე შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ APA იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, რამდენიმე დრონი აეროპორტის ტერმინალთან, ხოლო კიდევ რამდენიმე უპილოტო აპარატი სხვა ადგილებში დაეცა. ერთი დრონი სკოლის სიახლოვეს ჩამოვარდა.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, დაშავებულია ორი ადამიანი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ირანის საზღვართან დამატებითი შეიარაღებული ძალები გადაისროლა.