Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება, შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება, ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა

„ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“.

მისი შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია ინტენსიური დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და გამოცდილების გაზიარება.

„ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება. ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება. შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება. ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო პარალელურად ავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან, რაც, მისი თქმით, ქვეყნის მნიშვნელოვანი როლის შემდგომ გაძლიერებას ემსახურება.