1770618548
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 9-10 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პეტერ სიიარტოსთან, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერთან.