Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი BBC-ის სტატიაზე: ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება მყისიერად დაიწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე გამოძიება სრულყოფილად ჩატარდეს.

„ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მყისიერად დაიწყო გამოძიება, ვინაიდან, ასეთი დეზინფორმაციული კამპანიების მიზანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება, არამედ პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გამოძიების სრულყოფილად ჩატარება“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.