1757531261
პოლიტიკა
მაია ბითაძე: თვითმმართველობის არჩევნები ეუთო/ოდირისთვის დიდი ინტერესის საგანი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში მაინც ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად ერთგვარი ბულინგის მოლოდინის გავლენაა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ეუთო/ოდირის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ორგანიზაცია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება.
„თვითმმართველობის არჩევნები ეუთო/ოდირისთვის დიდი ინტერესის საგანი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში მაინც ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად არის გავლენა ერთგვარი ბულინგის მოლოდინისა, რაც ჩვენ წინა არჩევნებთან მიმართებით ვიხილეთ ისევე, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მდივნის ვიზიტი ჩვენ გვახსოვს, რომ გადაიდო სწორედ ამ მასიური საერთაშორისო ბულინგის შეტევის შედეგად“, - განაცხადა ბითაძემ.
ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება, ოფიციალურ მიზეზად კი ვადები დასახელდა.