Loading data...
მაია ბითაძე: რასაც ჩვენ ადრე სახელმწიფო გადატრიალებას ვეძახდით, ახლა ვხედავთ, რომ თანამედროვე ტერორიზმის აშკარა გამოვლინებაა

„ჩვენ შეიძლება გვეცინება და რაღაც კუთხით ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურება მთელი ის სპექტაკლი, რაც დადგეს [ოპოზიციამ], მაგრამ მეორე კუთხით, ჩვენ ვიცით, რომ რეალურად იმ ფაშიზმიდან, რითიც იყვნენ დაკავებულები განსაკუთრებით ბოლო ორი წელი ეს ყველაფერი გადაიზარდა ტერორიზმის მცდელობაში“, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.

მაია ბითაძის განცხადებით, რამდენადაც ოპოზიციურმა ძალებმა ბოლო წლების განმავლობაში არჩევნების გზით ვერ მოიპოვეს უპირატესობა, ამის შემდეგ მათ მოისურვეს ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა.

„იმას, რასაც ჩვენ ადრე სახელმწიფო გადატრიალებას ვეძახდით ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ თანამედროვე ტერორიზმის აშკარა გამოვლინებაა, რომელიც ფსევდოპატრიოტულ ემოციებზე დაყრდნობილი მოტივებით ცდილობდა, რომ მოებილიზებინა ადამიანები მთელი რადიკალების წარმონაქმნი დაემხო ხელისუფლება.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით მათი მთავარი მიზანი, არა მხოლოდ 4 ოქტომბერს, არამედ ყველა იმ მცდელობაში, რასაც სახელმწიფო გადატრიალების მსგავსი მცდელობები ერქვა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და პრაქტიკულად მე-5 მცდელობა იყო ეს ნახევრად ოფიციალური, მათი მთავარი მიზანი იყო ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა იმიტომ რომ მათ ვერა და ვერ მოახერხეს არჩევნების გზით მათ არჩევნების შედეგის პროგრესი, არათუ აშკარა რეგრესი ჰქონდათ მთელი ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.