1761804970
პოლიტიკა
მაია ბითაძე არასამთავრობოების დაფინანსებაზე: ის, რომ დღეს გერმანიის მთავრობა არ ასაჯაროებს არც მიზნებს და არც ზუსტ თანხას, ზუსტად უკავშირდება იმ კონცეფციას, რასაც ფარული გზებით ფარული მიზნების დაფინანსება ჰქვია
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე აფასებს გერმანიის ფედერალური მთავრობის უარს, გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რა მიზნით და რა თანხით აფინანსებდა.
„თუ გავიხსენებთ, საიდან დაიწყო განსაკუთრებული ზეწოლა საქართველოზე - ეს იყო გამჭვირვალობა და კანონმდებლობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამჭვირვალობის კუთხით მიიღო. შესაბამისად, ის, რომ დღეს გერმანიის მთავრობა არ ასაჯაროებს არც მიზნებს და არც ზუსტ თანხას, ზუსტად უკავშირდება იმ კონცეფციას, რასაც ფარული გზებით ფარული მიზნების დაფინანსება ჰქვია, რაც ამ შემთხვევაში აზიანებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.