Loading data...
მაია ბითაძე: არ მომწყინდება იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ წერდნენ ასოცირების ხელშეკრულებას

„არ მომწყინდება იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ წერდნენ ასოცირების ხელშეკრულებას“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მონაპოვარია და არა საჩუქარი.

„არ მომწყინდება იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ წერდნენ ასოცირების ხელშეკრულებას, ტექსტი გვაქვს შეთანხმებული. 2014 წელი იყო, როცა ჩვენმა პრემიერმა მოაწერა ხელი ასოცირების ხელშერულებას, ვიზალიბერალიზაცია მონაპოვარია და არ არის საჩუქარი, ვიზალიბერალიზაცია ის არ არის, რითაც უნდა გვემუქრებოდეს ისეთი ორგანიზაცია, როგორიც ევროკავშირია“, - განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული გზა არავის აურჩევია ბრიუსელში, ეს არის ის გზა, რომელიც ძალიან დიდი ხანის წინ ცივილიზებულად აირჩია საქართველოს მოსახლეობამ.

„საქართველოს ევროპული გზა არავის აურჩევია ბრიუსელში, ეს არის ის გზა, რომელიც ძალიან დიდი ხანის წინ ცივილიზებულად აირჩია საქართველოს მოსახლეობამ და ამ გზას ჩვენ არავინ გადაგვახვევინებს. დღეს ნათლად ვხედავთ, რომ საქართველო უნდა იყოს ძლიერი და არ უნდა იყოს არავის ხელში მარიონეტად გამოყენებული. ის დაპირისპირება, რომელიც ჩვენსა და ევროკავშირს შორის არის, გამოწვეულია სწორედ იმით, რომ საქართველო არ გახდა ვასალი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.