მაჭავარიანი სურსათზე ფასების შემცირებაზე: პარლამენტი ძალიან აქტიურად იმუშავებს და შემდეგი წლის პირველივე ნახევარში ჩვენ შევძლებთ, რომ რასაც პრემიერი დაჰპირდა ჩვენს მოქალაქეებს, ეს ყველაფერი შესრულებული იყოს
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. რა შეპირებაც მისცა პრემიერმა მოქალაქეებს ყველაფერი 100%-ით სრულდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას.
მისი თქმით, პარლამენტი სრულად იქნება ჩართული ამ პროცესში და წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოქალაქეები უკვე იგრძნობენ ამ ინიციატივის შედეგებს.
„როგორც კი პარლამენტი დაიწყებს მუშაობას თებერვალში, ეს იქნება საჯარო პროცესი. შემდეგი წლის პირველივე ნახევარში ჩვენ შევძლებთ, რომ რასაც ბატონი პრემიერი დაჰპირდა ჩვენს მოქალაქეებს, ეს ყველაფერი შესრულებული იყოს. ყოველ შემთხვევაში, წლის პირველ ნახევარში ჩვენი მოქალაქეები იგრძნობენ ამ დაპირების რეალისტობას.
პარლამენტი ძალიან აქტიურად იმუშავებს. შესაბამისად, პარლამენტიც თავის რეკომენდაციებს დადებს. კომისიის მუშაობა იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე. შეიძლება, ჩვენ შესაბამისი კანონებში მოგვიწიოს ცვლილებების შეტანა. ახალი კანონების დაინიიცირება და ა.შ. მოკლედ, მთელი გუნდი - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ვმუშაობთ აბსოლუტურ სინქრონში იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, რომელსაც ჩვენ არ გავურბივართ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.