Loading data...
მაჭავარიანი შრომითი მიგრაციის კანონზე: დავაზუსტეთ ჩანაწერები, რომ მოქნილი იყოს ბიზნესი, არის გარკვეული დეფიციტური პოზიციები, რომლის შევსებაც ჯერჯერობით ჩვენი მუშახელით ვერ ხორციელდება

„ჩვენ ძალიან ქმედითად ვებრძვით არალეგალურ მიგრაციას, გავამკაცრეთ კანონები ძალიან ბევრი მიმართულებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების დამტკიცებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არის ისეთი ტიპის დეფიციტური პოზიციები, რომლის შევსებაც, სამწუხაროდ, ქართველი მუშახელით ვერ ხორციელდება.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ დავაზუსტეთ რაღაც ჩანაწერები იქიდან გამომდინარე, რომ მოქნილი იყოს ბიზნესი და ბიზნესს არ შეექმნას პრობლემა, ვინაიდან არის ისეთი ტიპის დეფიციტური პოზიციები, რომლის შევსებაც ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ჩვენი ქართველი მუშახელით ვერ ხორციელდება და შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესს მივცეთ მოქნილობის საშუალება, ეს ცვლილებები შევიტანეთ სწორედ ამიტომ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.