Loading data...
მაჭავარიანი: როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია, დაავალეს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა - გარე უფროსები ფსონს კონკრეტულად „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე დებენ

როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია. დაავალეს, რომ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. მათი გარე უფროსების მხრიდან გათვლა სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამ შემთხვევაში ფსონს დებენ კონკრეტულად „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა, რომ გარე უფროსებიც მიხვდნენ, მათზე ფსონის დადება არ შეიძლება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ საუბრისას.

მაჭავარიანის შეფასებით, „ლელოს“ შეცვლილი პოზიცია კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ არაპრინციპულობაზე. 

„ლელოს“ ეს შეცვლილი პოზიცია - რა თქმა უნდა, ჩვენ ამას წინასწარ ვაანონსებდით - კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ არაპრინციპულობაზე, ვინაიდან თვეების განმავლობაში ისინი თავიანთ ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ იმას, რომ არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ ჩაინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები. როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია. დაავალეს, რომ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. რაღაც ხელოვნურად დადგმული სპექტაკლია ამ ოთხ რადიკალურ პარტიას შორის, თითქოს, ვიღაც ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ვიღაც არ რჩება. მათი გარე უფროსების მხრიდან გათვლა სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი, ამ შემთხვევაში, ფსონს დებენ კონკრეტულად „ლელოსა“ და ბატონი გახარიას პარტიაზე, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა, რომ გარე უფროსებიც მიხვდნენ, მათზე ფსონის დადება არ შეიძლება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთ მედიაში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება პოლიტიკური პარტიებისთვის კაპიტულაციას ნიშნავს.