მაჭავარიანი რადიკალურ ჯგუფზე: მათი ერთადერთი მიზანია, პროვოკაცია მოაწყონ და უფრო მეტი აჟიოტაჟი შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში

„მიღებული აქვთ დავალება პროვოკაცია მოაწყონ და ამ პროვოკაციაზე წამოაგონ, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი - ისე რიგითი მოქალაქე, რადგან უფრო მეტი აჟიოტაჟი შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, მაჭავარიანმა ამომრჩევლებს სიმშვიდისკენ და თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს. თუმცა, რა თქმა უნდა, რაღაც ზღვარი არსებობს, როდესაც შეურაცხყოფა ისეთ ფაზაში გადადის, როდესაც ეს შენ ღირსებას ეხება, ძალიან რთულია, ადამიანმა თავი შეიკავოს. არ აქვს მნიშვნელობა - ეს უბრალო მოქალაქეა, პოლიტიკოსია, თმენის ვალდებულება აქვს, არ აქვს თმენის ვალდებულება. როდესაც რაღაც წითელი ზღვარი იკვეთება, იქ ძალიან რთული არის თავის შეკავება. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ თავშეკავებისკენ.
მათი ერთადერთი მიზანია, მათ აქვთ მიღებული დავალება პროვოკაცია მოაწყონ და ამ პროვოკაციაზე წამოაგონ, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ისე რიგითი მოქალაქე, რადგან უფრო მეტი აჟიოტაჟი შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.